დამრიგებლის გვერდი


                 დამრიგებლის მუშაობა წარიმართება
                     შემდეგი პრინციპებით:
) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
) მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
) თანამშრომლობის პრინციპიდამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.

              

                                    დამრიგებლის მოვალეობებია:
) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
) დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე - არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
ე) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
თ) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.
5. რეკომენდებულია, საჯარო სკოლის დამრიგებელი  გაეცნოს სამინისტროს და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ და/ან რეკომენდებულ შესაბამის მეთოდურ სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევებს.

                                      სადამრიგებლო პროგრამა
                                       III  კლასი




შესასრულებელი
საკითხები

აქტივობები და მიზნები
      
 დრო

  შენიშვნა





1.ქცევის კოდექსის გაცნობა
  
 მოვიწვევ კრებას და გავაცნობ მოსწავლეებს და მშობლებს ქცევის კოდექსს, შინაგანაწესს. მოსწავლეებს მივცემ განმარტებას იმ მიზნით, რომ მათ ამ დოკუმენტში ჩადებული შინაარსი გაატარონ ცხოვრებაში. 
     
     ეს  ხელს შეუწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.




    სექტემბერი



2. მოსწავლეთა მორიგეობის დაწესება,დღის რეჟიმის გაცნობა და კლასის კუთხის გაკეთება.
 
 მოსწავლეებთან ერთად დავაწესებ მორიგეობის სიას, გამოიკვრება გაკვეთილების ცხრილი.  მოსწავლეები უზრუნველყოფენ ოთახის საორგანიზაციო  კუთხის  გაფორმება, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას და   პასუხისმგებლობა მის  შესრულებაზე .

    ამით მოსწავლეები გაითავისებენ, რომ სკოლა და საკლასო ოთახი  მათი საკუთრებაა.






სექტემბერი





 

3.მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საკლასო ჟურნალის წარმოება.
 
ვიზრუნებ მოსწავლეთა პირადი საქმეების სწორ წარმოებაზე. წარვმართავ ჩემს საქმიანობას ყოველდღიური თვალყურის დევნებით მოსწავლეთა დასწრებაზე, ამ მიზნით ვაწარმოებ გაცდენა-დაგვიანების ჟურნალს.უმიზეზო გაცდენა-დაგვიანებებზე მივიღებ ზომებს. კერძოდ, მოსწავლის არგამოცხადების შემთხვევაში გავარკვევ არგამოცხადების მიზეზს და დროულად ჩავაყენებ საქმის კურსში სკოლის დირექციას, თუ მოსწავლემ თვითნებურად გააცდინა, მაშინ მშობელს ან მეურვეს.

      ამით ხელს შევუწყობ გაცდენების მინიმუმამდე დაყვანას.





სისტემატიურად


     

     4. მოსწავლეთა პროგრესის და წარმატების შემოწმება და თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი.


 
 მოვახდენ მოსწავლეთა მიღწევების შემოწმებას, ვუზრუნველყოფ მოსწავლეთა ყოველმხრივ შესწავლას, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებების და ინტერესების გამოვლენას. შევაგროვებ ინფორმაციას, დავაკვირდები მათ ქცევას, უნარებს და ცოდნას, გავაკეთებ ჩანაწერებს.  
                  
                   






სისტემატიურად

    5. აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა.
 
  ჩავატარებ დამატებით მეცადინეობებს შემდეგ მოსწავლეებთან: ლიზი ზინთიბიძე და ლიზი ჭანიშვილი. დავადგენ მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს, შეივსება ცხრილი მათი მონაცემებიდან გამომდინარე.
         
        



კვირაში ერთხელ








6. სადამრიგებლო   საათი

  სადამრიგებლო საათს ჩავატარებ როგორც კლასში ,ასევე სკოლის გარეთ.შეხვედრებზე მოხდება მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების განხილვა, სწავლისა თუ ურთიერთობებისას წამოჭრილი სირთულეების გაცნობა, გადაჭრის გზებზე ზრუნვა. თითოეული სადამრიგებლო საათის ბოლოს მოხდება მოსწავლისაგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს ,რა ისწავლეს მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე ახალი, რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ.

    სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს.

სადამრიგებლო საათის თემები (დანართი# 1)







კვირაში ერთხელ


















7.მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში


ა) მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები.
    ხელს შევუწყობ თითოეული მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას, მშობელთან ურთიერთობისას გამოვიყენებ კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხს:წერილობით, ვერბალურს.მშობელი სისტემატიურად ინფორმირებული იქნება არა მხოლოდ მოსწავლეთა უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. გავაცნობ თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიიოს მან სასწავლო წლის ბოლოს.

ბ)მშობელთა კრებები

   სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში მოვიწვევ მშობელთა კრებას.გადავცემ საჭირო ინფორმაციას და მათგანაც მივიღებ.ღონისძიებების შესახებ შევატყობინებ, რომელსაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ და ვთხოვ, რომ მოსამზადებელ სამუშაობებში შეძლების დაგვარად ჩაერთონ. ვისაუბრებთ იმ სირთულეებზე, რომლებიც წამოიჭრება პროგრამის დაძლევისას და ერთად მოხდება დაძლევის გზის ძიება. კრების დასასრულს ვთხოვ ,რომ მომაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ.მაგ: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და ა.შ. მათი პასუხები დამეხმარება, რომ მეორე შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისთვის საინტერესო იყოს.















სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში











8.სასკოლო ზეიმები და ექსკურსიები



















9.კითხვის საათი



ზეიმების მოწყობაში აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეები. ერთად მოვიძიებთ ინფორმაციებს, ლექსებს,გავანაწილებთ როლებს, ხელოვნების გაკვეთილებზე გააკეთებენ მოსაწვევ ბარათებს. მომზადდება სხვადასხვა ღონისძიებები ერთობლივად, მაგ.ექსკურსიები, ლაშქრობები. ამით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნება, ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას. საერთოდ ექსკურსიას დიდი შემეცნებითი და აღმზრდელობით  ფუნქცია აქვს, ისინი აღრმავებენ და აფართოებენ მოსწავლეთა ცოდნას და ხელს უწყობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან შერწყმას.

ჩასატარებელი ღონისძიებები:
  .იაკობის კვირეული
 ·     ოქროსფერი შემოდგომა
·     საახალწლო  ზეიმი;
·      დედის დღესადმი მიძღვნილი ზეიმი;
·     დედაენის დღე;
.   ნახატების გამოფენა;
. ზღაპრის კვირეული
კოლექტიური სვლა თეატრში;
.   მხიარული სტარტები;
კალიგრაფისტთა კონკურსი
.  ექსკურსია
  .ვიქტორინა


   კვირაში ერთხელ ჩავატარებ კითხვის საათს. მოსწავლეებს  ვამუშავებ  წინასწარ მომზადებული ტექსტებზე.მიზნიდან გამომდინარე,  ტექსტებზე სამუშაოდ გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებსა და მეთოდებს.
    კითხვის საათი მიზანი წიგნიერების კომპეტენციის გაზრდაა.
ითხვის საათი, კარგად ჩატარების შემთხვევაში, გაზრდის ბავშვებში კითხვის მოტივაციას. 










   დანართი # 1
                    სადამრიგებლო    საათის    თემები:
                               
                                               მიმართულება
                  პიროვნული და მორალური  განვითარება

#

           თემები


შეხვედრების რაოდენობა
   
     დრო
1
რას ნიშნავს იყო მესამეკლასელი?
ზაფხულის შთაბეჭდილებები.
 1  შეხვედრა

2
საკლასო წესების შემუშავება.რომელი წესების დაცვა გვეხმარება სწავლაში
1  შეხვედრა

3
ოცნებები-რატომ ოცნებობენ ადამიანები?  
1  შეხვედრა


4
თვისებები, რომელთა გამოც ვირჩევთ მეგობრებს; თვისებები, რომლებიც ხელს გვიშლის სწავლასა და მეგობრობაში.

1  შეხვედრა

5
 მესამეკლასელების უფლებები.  
1  შეხვედრა

6
მეგობრობა,მეგობრობის უნარი

1  შეხვედრა

7
ადამიანებს შორის მსგავსება და განსხვავება.დადებითი და უარყოფითი მხარეები.
1  შეხვედრა

8
ადამიანების დახმარება. როგორ ვეხმარებით სხვებს? ჩვენ როგორ გვეხმარებიან?
1  შეხვედრა

9
ურთიერთობები უფროსებთან, მშობლებთან.
1  შეხვედრა

10
სირთულეების დაძლევის გზებზე ფიქრი,კონფლიქტების მოგვარება
1  შეხვედრა

                                       


                                        მიმართულება
           გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
#

             თემატიკა

შეხვედრების რაოდენობა


        დრო
1
გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა(კლასის,
ეზოს,ქუჩის მოფრთხილება),ხეების მოვლა.

1  შეხვედრა

2
საკუთარი  ჯანმრთელობა,ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე.
1  შეხვედრა

3
დღის რეჟიმი, დასვენებისა და სასწავლო პროცესის დაგეგმვის აუცილებლობა.
1  შეხვედრა

4
როგორ დავგეგმო საახალწლო დასვენენება
1  შეხვედრა

5
პროექტი-,, გავალამაზოთ სკოლის ეზო„


6
პროექტი-,,სასარგებლო პროდუქტები,,


7
დისკუსია-,,როგორია ჩემი დღის რეჟიმი,,
1  შეხვედრა

8
ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი,
სასარგებლო პროდუქტები, დროულად დაძინება,კომპიუტერისა და ტელევიზორის ყურების რეგლამენტი.

1  შეხვედრა

   

                                             მიმართულება
          უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
#
          
             თემატიკა


 შეხვედრების  რაოდენობა

          დრო
1
საგზაო უსაფრთხოება.
1 შეხვედრა

2
ჩვენი ქალაქი, სოფელი,ქვეყანა,სახელმწიფო.
1 შეხვედრა

3
ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები,  ძეგლები.
3  შეხვედრა

4
ქალაქის, სოფლის, ქვეყნის გამოჩენილი პიროვნებები.
2  შეხვედრა

5
შეხვედრა  ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან.
1  შეხვედრა

6
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება.


7
ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის
დათვალიერება.




                                       მიმართულება
                               თვალსაწიერის     გაფართოება
#

          თემატიკა


შეხვედრების  რაოდენობა

       დრო
1
რა ცოდნა შევიძინეთ არდადეგებზე, რა წავიკითხეთ.
1  შეხვედრა

2
შეხვედრა ბიბლიოთეკართან.
1  შეხვედრა

3
საბავშვო სპექტაკლზე დასწრება.


4
საახალწლო ღონისძიება.


5
ჩემი საყვარელი წიგნის გმირი.
1  შეხვედრა

6
პოეზიის საათი
1  შეხვედრა

7
ზეიმი დედის დღისადმი მიძღვნილი.


8
სამხატვრო გალერეაში სტუმრობა.


9
 ვიქტორინა-  ,,საქართველო ჩემი სამშობლოა,,
1  შეხვედრა

10
ექსკურსია ქალაქგარეთ
















                               


                                                      შეფასება
მოსწავლის  შეფასება  გამოიყვანება  სამი  ძირითადი  კომპონენტის  მიხედვით, ესენია:  საშინაო  დავალება,  საკლასო  სამუშაო და  შემაჯამებელი  სამუშაო.

1.  საშინაო  დავალება -  მოიცავს  საშინაო  დავალებების  შესრულების  სისტემატურობის, სისრულის, ხარისხის, აგრეთვე, საშინაო  დავალებებისთვის  განკუთვნილი  რვეულის  საერთო  მდგომარეობის  შეფასებებს;

2.  საკლასო  დავალება   -  მოიცავს  საკლასო,  დამოუკიდებელი  და  ჯგუფური  სამუშაოების  შესრულების  ხარისხის, აგრეთვე, მიმდინარე  მასალის  შესაბამის   ტესტირებებში  მიღებულ  შეფასებებს;

3.  შემაჯამებელი დავალებები   -  მოიცავს  საკონტროლო  წერებში,  ეტაპობრივ  ტესტირებებში,  სასკოლო  წერებში  მიღებულ  შეფასებებს.















No comments:

Post a Comment