ბლოგი ჩემი პედაგოგიური ცხოვრების ყოველდღიურობას
ასახავს. ბლოგის შექმნის მიზანი იყო
ჩემი ყველა ნამუშევრისთვის თავი ერთად მომეყარა, გამეზიარებინა ჩემი პედაგოგიური
გამოცდილება კოლეგებისთვის. ვთვლი, რომ
გამოცდილების გაზიარება
აუცილებელია. ჩემი
ბლოგის მიზანიც
ესაა - საკუთარი
პედაგოგიური პრაქტიკის
გაზიარება კოლეგებისათვის.
ბლოგზე წარმოდგენილია ჩატარებული
გაკვეთილების, განხორციელებული კვლევების, სტატიების, კონფერენციებისა და
პროექტების ამსახველი
მასალა: გაკვვეთილის გეგმები, რეფლექსიები
და ფოტოები.
ბლოგზე ასვე იხილავთ
თემატურ გეგმებს,
შეფასების რუბრიკებს,
პრეზენტაციებს, ჩემ
მიერ შექმნილ
რესურსებს.
ბლოგზე მუშაობა
გარკვეულ დროს
მოითხოვს. დატვირთული
რეჟიმიდან გამომდინარე, განხორციელებული აქტივობების
მხოლოდ ნაწილია
წარმოდგენილი. ბლოგი იქნება მუდმივად განახლებადი და ჩემს მკითხველს ხშირად შევთავაზებ ახალ
ინფორმაციებს სწავლა-სწავლების პროცესში მიმდინარე
მოვლენების შესახებ.
დიდად მოხარული
ვიქნები, თუ
მოგეწონებათ ჩემი
ბლოგის დათვალიერება და უფრო
მეტად მოხარული
ვიქნები, თუ
მას გამოიყენებთ.
No comments:
Post a Comment