Monday, November 9, 2009



                                                 
              კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩემს ბლოგზე !
       მე  ვარ  ნინო ვაშალომიძე,  ქალაქ  ოზურგეთის N 3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების   მასწავლებელი. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, რომ  საკუთარი თავი სხვა სფეროში ვერც კი წარმომიდგენია. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე, ვცდილობ, მოსწავლეებს ვასწავლო, რომ  „განათლება საგანძურია, შრომა კი-მისი გასაღები“. 
     კარგად მაქვს გააზრებული, რომ სწავლებაში წარმატების მიღწევა გარკვეულწილად დამოკიდებულია სწორ სასწავლო მენეჯმენტზე. წარმატების მისაღწევად სწავლებაში ვიყენებ სხვადასხვა ინტერაქტიულ მეთოდებს. ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს.  ვცდილობ, დავეხმარო თავიანთი შესაძლებობების წარმოჩენაში, რათა მიაღწიონ წარმატებებს.
    ჩემი მთავარი საზრუნავია, შევქმნა ისეთი სასწავლო გარემო, სადაც მე და ჩემი  მოსწავლეები ერთად ვიმუშავებთ, ერთად ვისწავლით, ერთად ვიხალისებთ და ვისიამოვნებთ მიღწეული წარმატებებით.
   ვცდილობ, ფეხი ავუწყო სიახლეებს. ვფიქრობ, მაქვს სწორი ხედვა და არასოდეს ვკმაყოფილდები მიღწეულით, ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ. ვაძლევ რჩევებს კოლეგებს და მეც სიამოვნებით ვისმენ მათ რჩევებს